„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ევროპამ შეცდომა დაუშვა”

 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ევროპამ შეცდომა დაუშვა.

როგორც ედგარ რინკევიჩსი აცხადებს, კრემლი საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს ახლაც არღვევს და მასთან ურთიერთობების ფუნდამენტური გადახედვა მიზანშეუწონელია, როგორც ნატოს და ევროკავშირის, ასევე ლატვიის და საქართველოს მხრიდან.

“ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან იზოლირებული გახდა ყირიმის ანექსიის შემდეგ და ცხადი გახდა, რომ 2008 წელს ყველამ დავუშვით შეცდომა, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დავუბრუნდით ჩვეულ საქმიან ურთიერთობებს, ევროკავშირისა თუ ნატოს ფორმატებში“, – აღნიშნა ედგარ რინკევიჩსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები