“ნუ გაათხოვებ” – მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციასთან არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ აქცია: “ნუ გაათხოვებ” გაიმართება.
აქცია დღეს 20:00 საათზეა დაგეგმილი.
ადრეული ქორწინების წინააღმდეგ კამპანია: “ნუ გაათხოვებ” ფეისბუქის გვერდზე უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. კამპანიის ლოზუნგია: “ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა! მიეცი განათლება, მიეცი არჩევანი”!