სირიაში, რუსულ ავიაბაზაზე, С-400 ტიპის საზენიტო სისტემა განთავსდება
სირიაში, ხმეიმიმის ავიაბაზაზე C-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები განთავსდება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების დამატებითი ზომების ნაწილია. მანამდე უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ რუსეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა. კერძოდ, ამ ინფორმაციის მიხედვით, სირიის სანაპიროსთან რუსული კრეისერი „მოსკოვი“ განთავსდება, რომელიც სისტემა „ფორტით“ არის აღჭურვილი. ეს კომპლექსი საზენიტო-სარაკეტო სისტემების C-300 მსგავსია.