„სი-ენ-ენმა“ საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა (ვიდეო)
“სილქროუდ ფორუმის“ ფარგლებში საქართველოში მყოფმა „სი-ენ-ენის“ კორესპონდენტმა სუმნიმა უდასმა საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტში საუბარია ქართული მეღვინეობის ტრადიციებზე. სუმნიმა უდასის მიერ მომზადებული სიუჟეტი უკვე გავიდა „სი-ენ-ენის“ ეთერში და ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.