რუსეთის გენშტაბი – ჩვენ თურქეთთან ყველა ტიპის სამხედრო კონტაქტს ვწყვეტთ (ვიდეო)

რუსეთი თურქეთთან ყველა ტიპის სამხედრო კონტაქტს წყვეტს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსული „სუ-24“-ის ჩამოგდების შემდეგ ბომბდამშენები საბრძოლო გაფრენებს ავიაგამანადგურებლების თანხლებით განახორციელებენ. რუდსკოიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსული თვითმფრინავი არა თურქეთის, არამერ სირიის საჰაერო სივრცეში განადგურდა და თურქული ავიაგამანადგურებლის ეკიპაჟს რუს პილოტებთან დაკავშირების არანაირი მცდელობა არ ჰქონია.

„დამატებითი უსაფრთხოების ზომების ფარგლებში ასევე ლატაკიის პორტის სიახლოვეს კრეისერი „მოსკოვი“ განთავსდება, რომელიც C-300-ის მსგავსი საზენიტო კომპლექსით არის შეიარაღებული. ყველა მიზანი, რომელიც ჩვენთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, განადგურდება“, – განაცხადა რუდსკოიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსული „სუ-24“ თურქულმა თვითმფრინავმა 24 ნოემბერს თურქეთის საზღვრის დარღვევის შემდეგ ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები