საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპა ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილებს ვეღარ მიიღებს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი აცხადებს, რომ ევროპა ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილებს ვეღარ მიიღებს და საკუთარი საზღვრების დაცვა უნდა გააძლიეროს. მისი თქმით, ლტოლვილების მიღება საფრანგეთმაც და ბელგიამაც უნდა შეწყვიტონ „სრულიად გასაგები მიზეზების გამო“. საფრანგეთის საზღვრების დაცვის გაძლიერების და ლტოლვილების მიღების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 13 ნოემბრის საფრანგეთის ტერაქტების შემდეგ.