სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი შესაძლოა, გაძვირდეს

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე მთავრობის ინიციატივას დღეს რამდენიმე კომიტეტი განიხილავს. დამტკიცების შემთხვევაში პირველი იანვრიდან ფილტრიანი სიგარეტი 20 თეთრით, სიგარის ერთი ღერი 40 თეთრით, ხოლო რაც შეეხება ალკოჰოლს, ერთი ლიტრის ფასი ზოგიერთ სახეობაზე 10-15 ლარით გაძვირდება.
მთავრობა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. როგორც განმარტავენ, კანონპროექტის მიღება დაახლოებით 90 მილიონი ლარით გაზრდის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები