თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.
“ყაზტრანსგაზ თბილისის” ცნობით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საგზაო-სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, დაგეგმილია მიწისქვეშა ქსელის რეკონსტრუქცია, რის გამოც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება აბასთუმნის, თევდორე მღვდლის ქ. 1, 3, 4, 5, 7, 6, 8, 10, ფოცხვერაშვილის, ჩუბინაშვილის, თამარ-მეფის, ბაქოს, სურამის, ფოცხვერაშვილის, კარგარეთელის ქ. 2, 4, 8, წინამძღვრიშვილის ქ. 121, 137, 140, 142, 144, 146, ასევე აღმაშენებლის გამზირის 137, 141, 147, 151, 151ა, ნინოშვილის, ჯავახიშვილის, გ.დოლიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, გოგოლის, ტოვსტონოგოვისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
“გაზის მიწოდება აგრეთვე შეეზღუდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს, მათ შორის თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებს, მათ შორის აკად. თოდუას კლინიკას, შპს ,,კიდ სმენას”, ანგიოლოგიისა და ანგიოქირურგიის ცენტრს, კლინიკური მედიცინის ცენტრს, სტომატოლოგიური კლინიკასა და მიმდებარედ არსებული მცირე კომუნალურ, საზ-კვების ობიექტებს, მათ შორის მეტროპოლიტენის სამმართველოს, თამარ მეფის ქუჩაზე თამბაქოს ფაბრიკას, ნინოშვილის ქუჩაზე ვენდისპანსერსს, ჩუბინაშვილის ქუჩაზე პურის ქარხანას, კონსტიტუციის ქუჩაზე – სპორტულ კოლეჯს, სკოლა # 29-ს და სხვა.
ასევე ნაძალადევის რაიონში რკინიგზის ქუჩაზე მდებარე კორპუსებისა და კერძო სახლების მოსახლეობას, გარდა ამისა, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლს, არტ ჰოლს და მიმდებარედ არსებულ საცხობს (5500-მდე აბონენტი)”, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად, სამუშაოს დასრულებისთანავე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები