თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასპის, დოესის, უბილავას, ზურაბიშვილის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, ნოსირის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მეტრო ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების, გუდამაყრის, ფეიქრების, ნაქალაქევის, კლდეკარის, წერონისის, სამღერეთის, ორბეთის, ლაითურის, ხერთვისის, სუვოროვის, გარეჯის, ჟღენტის, ზედამზის, მაჩხაანის და გორდის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სამღებროს, თუმანიანის, შარდენის, კოტე აფხაზის, ბეთლემის, ნაკაშიძის, ორპირის და საადის ქუჩების მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ “თელასში”.