ბარაკ ობამა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს გამოეხმაურა

თურქეთს გააჩნია უფლება, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსული “სუ-24”-ის ჩამოგდების ფაქტის კომენტირებისას დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ობამამ აღნიშნა, რუსეთმა და თურქეთმა უნდა მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან ესკალაცია.
“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, რომ რუსეთმა და თურქეთმა დაიწყონ ერთმანეთთან საუბარი და გაარკვიონ, კონკრეტულად რა მოხდა და მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან მომდევნო ესკალაცია. თურქეთს, ისევე, როგორც ნებისმიერ ქვეყანას, გააჩნია უფლება დაიცვას თავისი ტერიტორია და საჰაერო სივრცე”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები