ეკა ბესელია: ყველა ნორმალურ ქვეყანაში გამოძიებას აცდიან, რომ კონკრეტული შედეგები დადოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თვლის, რომ როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლების ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, ამ პროცესში პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ჩართვა არარელევანტურია.
ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ მიმართვაზე გამოძიება დაწყებულია. ბესელია აცხადებს, რომ ამ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და დადასტურდება მასალის ავთენტურობა, წყარო და სხვადასხვა გარემოება, რომელიც შემდგომი რეაგირების საფუძველი უნდა იყოს.
„ყველა ნორმალურ ქვეყანაში გამოძიებას აცდიან, რომ კონკრეტული შედეგები დადოს“, – აღნიშნავს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ საღამოს გავრცელდა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დანიშვნას ითხოვენ.