საქართველოს ლატვიის პრეზიდენტი ეწვევა
მომდევნო წლის პირველ ნახევარში საქართველოს ლატვიის პრეზიდენტი ეწვევა, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო მაქსიმალურად კარგად მოემზადება.
„მომდევნო წლის პირველ ნახევარში საქართველოს ლატვიის პრეზიდენტი ეწვევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ ამ ვიზიტისთვის. სავარაუდოდ, ამ ვიზიტამდე განხორციელდება ჩემი ვიზიტი ლატვიაში, ასევე გაიმართება ბიზნესფორუმი ლატვიაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.