„ჩემი ქვეყანა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროგრამის განხორციელებაში დაეხმაროს“

ჩვენ ველოდებით ევროკავშირის ანგარიშს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის ამგვარი ტიპის გადაწყვეტილებები პოზიტიური იქნება – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, მისი ქვეყანა არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ საქართველოს დაეხმაროს ვიზალიბერალიზაციის პროგრამის განხორციელებაში.
“ჩვენ ველოდებით ევროკავშირის ანგარიშს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. რამდენადაც ჩვენ ვხედავთ თვალნათლივ საქართველოს პროგრესს, იმედი მაქვს, რომ ალბათ ამგვარი ტიპის გადაწყვეტილებები იქნება პოზიტიური, ჩემი ქვეყანა არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ დაეხმაროს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროგრამის განხორციელებაში. მე ვფიქრობ, არ არის არავითარი მიზეზი იმისა, რომ დაყოვნდეს პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება ამ კუთხით. ჩვენ დავინახეთ, თუ რაოდენ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველომ, რომელიც ამისთვის არის საჭირო და ევროპამაც დანაპირები უნდა შეასრულოს”, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები