ვისთვის ყიდულობენ პარლამენტარები თაიგულებს – “შეიძლება იფიქრო, მთელი საქართველო ამოწყვეტილაო”

გაზეთი “კვირის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ ყვავილების თაიგულების შესყიდვის თემაზე წერს. როგორც გამოქვეყნებულ მასალაში ჟურნალისტი აღნიშნავს, შესაბამის დოკუმენტაციაში “ვენოკების“ და თაიგულების უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა დაფიქსირებული.
“ძვირფასო მეგობრებო, ახლა დადგა დრო, გავარკვიოთ, რა თაიგულებს ყიდულობენ ჩვენი დეპუტატები, ვის ადებენ გულზე და რაც მთავარია, რამდენი გვიჯდება ეს ყველაფერი? დოკუმენტაციაში იმდენი თაიგული და “ვენოკია“ დაფიქსირებული, შეიძლება იფიქრო, მთელი საქართველო ამოწყვეტილაო, მაგრამ არ ინერვიულოთ, უბრალოდ გავყვეთ ნუსხას (ნაწილს მაინც) და გავიგოთ,რასთან გვაქვს საქმე: თაიგული, დიამეტრი – 60-65 სმ. სიგრძე -50-55 სმ. გაინტერესებთ, რა შედის ამ თაიგულში? ვარდი – 8 ცალი, ლილია – 3 ტოტი, ქრიზანთემა – 4 ტოტი, გიფსოფილა – 3 ტოტი. ატლასის ბაფთა. ერთი ცალი თაიგული გვიჯდება, საშუალოდ 40 ლარი. თუმცა გააჩნია თაიგულს, თუ ორიოდე სხვა ყვავილსაც ჩაამატებენ, ეს უკვე 55-60 ლარზე ადის. სამწუხაროდ, დოკუმენტებში დაფიქსირებულია “უნამუსო“ ფაქტებიც – მაგალითად, არის იაფფასიანი თაიგული, რომელიც შედგება ქრიზანთემისა და ვარდისაგან. ფასი – 5 ლარი. ნაყიდია 5 ცალი და გადახდილია 30 ლარი. ჰოდა, თავზე დავაფსი ისეთ დეპუტატს, რომელიც საკუთარ ჯიბეში ხელს არ იყოფს, პარლამენტის ბუღალტერიაში შედის და განცხადებას წერს, 5 – ლარიანი თაიგულის საყიდლად ფული მომეცითო. აეგრე, ახლა არც ზრდილობა მაწუხებს, არც ჟურნალისტური ეთიკა და პირდაპირ ვაცხადებ: დავაფსი პირდაპირ თავზე!!“, – წერს ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები