ნიკა მელია ნარმანიას განცხადებაზე: ნეტა ღამღამობით თხუნელები და მელიები ხომ არ თხრიან ქუჩებს?

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დავით ნარმანიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციამ არ იცის, თუ რა არის ბიუჯეტი.
„ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც, როგორც გვითხრა, არ იცის, ვინ თხრის თბილისის ცენტრალურ უბნებში ქუჩებს. ნეტა, ღამღამობით თხუნელები და მელიები ხომ არ თხრიან? როგორ შეიძლება ეს თქვას დედაქალაქის მერმა. რა ხდება?! რატომ ვერ აგებენ გზებს?! რატომ შეჩერდა ინფრასტრუქტურული პროექტები“, – კითხულობს მელია.
როგორც გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მელია აცხადებს, დაგეგმილი ბიუჯეტი არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. „სამწუხაროა, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, რომელიც დედაქალაქშია, ქალაქის მთავარი დოკუმენტი, ბიუჯეტი, ადეკვატური არ არის. დაგეგმილი ბიუჯეტი არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. 7 მილიონი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი, მაშინ, როდესაც სოციალური ნაწილი მცირდება. თბილისის ქუჩები გადათხრილია და ასფალტის დაგებას ვერ დაადგა საშველი. 512 ერთეული თანამშრომლით არის გაზრდილი მერიაში თანამშრომლები, მაგრამ ამას ვერ გრძნობენ თბილისელები. უამრავი კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდა. ჩვენ ავტობუსის მძღოლებისთვის ვითხოვდით ხელფასების გაზრდას, მაგრამ ეს არ გააკეთეს“, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები