რა კავშირი აქვს გოგა ხაინდრავას თბილისში დაკავებულ „კანონიერ ქურდთან“?

გაზეთი „პრაიმ-ტაიმი“ რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გასულ კვირას თბილისში დაკავებული ე.წ. კანონიერ ქურდის – რევაზ ლორთქიფანიძის მეგობრულ კავშირზე წერს.
როგორც გამოცემა წერს, 2012 წელს ადეიშვილის უწყებამ ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში გოგა ხაინდრავასა და რევაზ ლორთქიფანიძის შეხვედრას ასახავს.
სტატიის თანახმად, პროკურატურა ამით იმის მტკიცებას შეეცადა, რომ ოპონენტები ხელისუფლების დამხობას კანონიერი ქურდების მეშვეობით ცდილობენ. გოგა ხაინდრავა პროკურატურაში დაკითხვაზეც დაიბარეს, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა.
“ვინ არის რევაზ ლორთქიფანიძე, რომლის სახელიც არა მხოლოდ კრიმინალურ, არამედ პოლიტიკურ სკანდალებსაც უკავშირდება? ის ითვლება ქურდული ტრადიციების მკაცრ მიმდევრად და ე.წ. თბილისური ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად.
„კარიერის“ განმავლობაში 6-ჯერაა ნასამართლევი, მათ შორის, რამდენჯერმე რუსეთის ფედერაციაში, თუმცა „რეზო თბილისსკი“ ყოველთვის ახერხებდა საპატიმროს დროზე ადრე დატოვებას. ძირითადად, ბრალს ხულიგნობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის უყენებდნენ. მთლიანობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული აქვს 15 წელზე მეტი. ბოლოს 2005 წელს თბილისში ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის დააპატიმრეს და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 2006 წელს მის სასჯელს დაემატა ერთი წელი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით.
გარკვეული პერიოდი სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გაატარა, თუმცა, როგორც ამბობენ, იმდროინდელ ხელისუფლებასთან გარიგების შედეგად, საზღვრამდე მიაცილეს და ქვეყანა დაატოვებინეს. ამის შემდეგ „რეზო თბილისსკი“ „მოღვაწეობას“ უკვე საფრანგეთში აგრძელებს, თუმცა ის მალე ფრანგული ჟანდარმერიის ყურადღების არეალშიც მოექცა. ამჯერად საქმე პოლიტიკურ სკანდალშიც კი გადაიზარდა, რადგან ფრანგული ჟანდარმერიის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის გამოგზავნილ საიდუმლო ანგარიშში რეზო ლორთქიფანიძესთან ერთად მაშინდელი ქართველი ოპოზიციონერი, გოგა ხაინდრავაც ფიგურირებდა. 2012 წელს ადეიშვილის უწყებამ ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში გოგა ხაინდრავასა და რევაზ ლორთქიფანიძის შეხვედრას ასახავს. პროკურატურა ამით იმის მტკიცებას შეეცადა, რომ ოპონენტები ხელისუფლების დამხობას კანონიერი ქურდების მეშვეობით ცდილობენ. გოგა ხაინდრავა პროკურატურაში დაკითხვაზეც დაიბარეს, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. პროკურატურის ბრალდებებს რამდენიმე საათში გამოეხმაურა თავად გოგა ხაინდრავა. მან ბრალდებებს სასაცილო და ფარსი უწოდა. ხაინდრავას თქმით, ლორთქიფანიძე მისი ბავშვობის მეგობარია, რომელსაც ის საფრანგეთში ნამდვილად შეხვდა. „მე ვიყავი 12 წლის, რევაზ ლორთქიფანიძე კი იყო 8 წლის, როდესაც ხილიანის #23-ში ერთად დავიწყეთ ცხოვრება მწერალთა სახლში. მამამისი მამაჩემის მეგობარი იყო. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და 22 წელი ერთ სახლში ვცხოვრობდით. მე ჩემს მეგობრებს არ ვემიჯნები, ვერც წარსულს წავშლი და ვერც ცხოვრებას დავიწყებ თავიდან. რეზო ლორთქიფანიძე იყო, არის და იქნება ჩემი მეგობარი“, – განაცხადა ხაინდრავამ. კითხვაზე, რისთვის იყო ჩასული გოგა ხაინდრავა საფრანგეთში, ყოფილი მინისტრი პასუხობს, რომ ის ცივილიზაციის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები