“ნაციონალი“ პარლამენტარები არიან თუ არა აზრზე, რომ ერთ ადგილს რუსული ქაღალდით აწმენდინებენ“?

“ნაციონალი“ პარლამენტარები არიან თუ არა აზრზე, რომ ერთ ადგილს რუსული ქაღალდით აწმენდინებენ“? – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ წერილს აქვეყნებს.
როგორც წერილის ავტორი წერს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რუსული წარმოების ე.წ. ტუალეტის ქაღალდს მოიხმარენ.
„წელს ტუალეტის ქაღალდისა და საპნის მხრივ საქართველოს პარლამენტში პრობლემა არ გვქონია, პერიოდულად ვყიდულობდით და, საბოლოო ჯამში, დავხარჯეთ 84 ათასი ლარი. უბრალოდ, აქ ერთი რამ მაეჭვებს: დოკუმენტების მიხედვით, შესყიდვის დროს მომწოდებელს უნდა გაეთვალისწინებინა ერთი აუცილებელი ფაქტორი – “ტავარი“ უნდა ყოფილიყო სურნელოვანი.
ჰოდა, ახლა ვფიქრობ, რაში გამოიხატება “სურნელი“, ან ვინ ამოწმებს, როგორ ამოწმებს, უბრალოდ სუნავს თუ გემოსაც უსინჯავს? მე პირადად ასე წარმომიდგენია: ესე იგი, პარლამენტში პერიოდულად იმართება ფრაქციების სხდომები და იქ ადგენენ, ვის რომელი სურნელოვანი საპონი ან ქაღალდი მოსწონს. კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც დოკუმენტების მიხედვით მჟღავნდება: ტუალეტის ქაღალდი აუცილებელად უნდა იყოს თეთრი, სიგრძე-200 მეტრი, სიგანე-9,9 სანტიმეტრი, მწარმოებელი-რუსეთი. ოპაა. ეს არის ჩვენი ევროპული ორიენტაცია? ამის შემდეგ ამბობთ, რუსეთთან არაფერი გვაკავშირებსო? მე არ ვიცი, “ნაციონალი“ პარლამენტარები არიან თუ არა აზრზე, რომ ერთ ადგილს რუსული ქაღალდით აწმენდინებენ, მაგრამ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ რაღაც ზომები უნდა მიიღონ – ან უარი თქვან ტუალეტის ქაღალდის ხმარებაზე და გადავიდნენ ევროპულ “შკურკაზე“, ან კიდევ გიორგი კანდელაკმა აფრინოს წერილი ბრიუსელში. თუკი სურნელოვანი თხევადი საპონი შემოგვაქვს ბულგარეთიდან, რატომ ვერ ვახერხებთ ამას ტუალეტის ქაღალდის შემთხვევაში?
ხომ არ გვაქვს საქმე ერთი ადგილით ორიენტაციის შეცვლასთან? გამოგიტყდებით, ეს ძალიან რთული თემაა, ახლა საჭიროა პარლამენტში საგამოძიებო სამსახურის შექმნა, რათა ყველაფერი დადგინდეს და დამნაშავე დაისაჯოს. ყველაფერს დავანებოთ თავი, ფულსაც,ზომასაც და ორიენტაციასაც, ხომ შეიძლება რუსებმა ტუალეტის ქაღალდი ისეთი “სურნელოვანი“ ნივთიერებით გაჟღინთონ, საკანონმდებლო ორგანოში “ბუასილიზაცია“ დაიწყოს? ალბათ, გახსოვთ ამ ზაფხულს რამდენიმე დეპუტატს ფაღარათი რომ დაემართა და ყველაფერი საზამთროს დააბრალეს. ახლა ხვდებით, საიდან შეიძლება დაწყებულიყო მასობრივი “ფაღარათი“? არა, არ გამოვრიცხავ, რომელიმე დეპუტატმა თავი იმართლოს, ამით რუსეთს ვუხდით სამაგიეროს, როგორც 2008-ში ამოგვისვეს ერთ ადგილას, ჩვენც ასევე ვისვამთ მაგათ ნაწარმს ერთ ადგილასო, ამაში მართლაც არის რაღაც რომანტიკა, მაგრამ ამავე დროს საქმე გვაქვს ძალიან დიდ საფრთხეებთან. ბოლოს და ბოლოს, იმაზე მაინც თუ გიფიქრიათ, რომ ბოლო დროს ბევრი დეპუტატი უცნაურად ლაპარაკობს და ზოგს სტალინიც კი ელანდება, მოკლედ არ ვიცი, ამდენი შტატგარეშე ხალხი რომ ჰყავთ გაფორმებული პარლამენტში, დაამატონ ათი შტატიანი ან უშტატო პროქტოლოგი და დააწესონ სადღეღამისო მორიგეობა. აგერ მოგვადგა 2016 წლის არჩევნები, ყველა უბედურებასთან ერთად კიდევ მასობრივი “ტრაწიანობა“ გვინდა?!“,- აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები