ფესტივალი „ღამის სერენადები“ დააჯილდოვეს

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ დააჯილდოვეს. ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა. მარიამ დავითაშვილი და ლიანა ისაკაძე ამ ფესტივალს წლების განმავლობაში მართავენ. თავდაპირველად ფესტივალი სოჭში ტარდებოდა, მოგვიანებით ბორჯომში გადაინაცვლა, ახლა კი მას ყოველწლიურად აჭარა მასპინძლობს. „ღამის სერენადებში“ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები