საბავშვო ევროვიზიაზე ქართველებმა მე-10 ადგილი დაიკავეს
2015 წლის საბავშვო ევროვიზიის ფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა „ვირუსმა“ მე-10 ადგილი დაიკავა. კონკურსანტებმა ადგილი სიმღერით: „გაბედე“ მოიპოვეს. რიგით მე-13 საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული კი მალტის წარმომადგენელი დესტინი (Destiny Chukunyere) საკონკურსო სიმღერით “Not My Soul” გახდა. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს. 2015 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 17 ქვეყანა მონაწილეობდა. გრანდიოზული სანახაობა სოფიაში 21 ნოემბერს ჩატარდა.