ოთარ დანელიამ 20 ნოემბერი ფერმერთა დღედ გამოაცხადა

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინიციატივით 20 ნოემბერი ფერმერის დღედ გამოცხადდა.
,,ფერმერის დღე“ საქართველოში პირველად აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, ოთარ დანელიამ აგარარული დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და ფერმერებს სპეციალური მედლები და ჯილდოები გადასცა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ფერმერები: ნოდარ ტუხოსაშვილი, ზურაბ მარსაგიშვილი, მიხეილ ედილაშვილი, კონსტანტინე ბოჭოიძე, გიორგი კალატოზიშვილი, ნანი დათაშვილი, მკრტიჩ მოვსესიანი, ჯემალ ართმელაძე, ალექსანდრე მჟავია, შოთა გელოვანი, ომარ ნასყანანი, ზურაბ ჯანელიძე, ირაკლი კერვალიშვილი, გიორგი მჭედლიძე, შპს „იმერეთი გრინერი“ და კოოპერატივები: „რაჭის ნატურალური პროდუქტები“ და „დარჩელის თხილი“. სოფლის მეურნეობის სამინისტრო თითოეულ ფერმერს ულოცავს ამ დღეს და ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები