საკრებულოს დეპუტატები 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიისთვის უკან დაბრუნებას კენჭს უყრიან

თბილისის საკრებულოს დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე ათ საკითხს განიხილავენ. დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიისთვის უკან დაბრუნებას. ასევე დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატები დაამტკიცებენ თბილისის მთავრობის ახალ წევრებს, რომლებიც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ახლახან დაასახელა. აღნიშნული პირები დღეს თბილისის საკრებულოს სხდომას ესწრებიან. მათ კანდიდატურებს დეპუტატებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი წარუდგენს. თბილისის მერი დავით ნარმანია კანდიდატების დამტკიცებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს სხდომას არ ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები