დავით უსუფაშვილი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
დავით უსუფაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრინკის სტუმრობა მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია აქვს.
„მისი სტუმრობა მნიშვნელოვანია საქართველოში. იგი ჩამობრძანდა სწორედ ერთი კვირის შემდეგ, რაც დასრულდა ვაშინგტონში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, სტრატეგიული პარტნიორობის ეგიდით სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა, მოგეხსენებათ, წინა კვირაში, ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი მუშაობა იყო. მეც მომიწია ამ დროს იქ ყოფნა და ვესწრებოდი ამ პროცესს. ასე რომ, ყველა მიმართულებით, დემოკრატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, კულტურის, განათლების და ყველა სხვა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული გეგმა და სტრატეგია და ამას მივყვებით. რაც შეეხება ქალბატონი ბრიჯიტის სტუმრობას, იგი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებშია ჩამობრძანებული, ასე რომ გაეცნობა აქ, ადგილზე ვითარებას კიდევ და ჩვენ უკვე ვემზადებით გაზაფხულისთვის, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის ეგიდით, საქართველოში ჩატარდება უკვე მაღალი დონის შეხვედრები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები