ალეკო ელისაშვილი: შესაძლოა, თბილისის ბიუჯეტის პროექტი დავით ნარმანიას იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს

“ქართულ ოცნებაში” დავით ნარმანიას იმპიჩმენტზე საუბარი მიდის”,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 2016 წლის თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით მას შენიშვნები აქვს. მისივე თქმით, შესაძლოა, მმართველი გუნდის მიერ თბილისის ბიუჯეტის პროექტი დავით ნარმანიას იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს.
“ნარმანიას თავს რომ იმპიჩმენტის შავი ღრუბლები გროვდება, ეს ფაქტია. “ქართულ ოცნებაში” მიდის ამაზე საუბარი, მათ ხმამაღლა ამაზე საუბარი უკვე დაიწყეს. მათ უბრალოდ არ იციან, რა ფორმით მოხდეს ეს ყველაფერი. ნარმანიას იმპიჩმენტი უკავშირდება იმას, რაც თბილისის ქუჩებში ხდება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ეს არის ძალიან ეფექტური მიზეზი იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობამ საკრებულოში 2/3-ით გადააყენოს დავით ნარმანია. სხვა შემთხვევაში სერიოზული შარი უნდა მოსდო, რომ იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. ასე განვითარდება მოვლენები თუ სხვაგვარად, “ქართულ ოცნებაში” უკეთესად იციან, მაგრამ ნარმანიას მერობა რომ უკვე ძალიან სევდიანი ისტორიაა, ამას ალბათ თბილისის ქუჩებში ყველა ატყობს”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები