„ბი-ბი-სი“ საქართველოში iPhone+-ის რეკლამას სტატიას უძღვნის

მაღაზიათა ქსელ iPhone+-ის რეკლამამ, რომელშიც მაღაზიის თანაშრომლები ტერორისტების ფორმით გამოდიან, სოციალური ქსელის მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ვიდეორგოლი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ორშაბათს გავრცელდა. მისი ხანგრძლივობა 30 წამზე ოდნავ მეტია. ნიღბიანი ახალგაზრდები, რომლებსაც ხელში იარაღი უჭირავთ, მიმართვას კითხულობენ და ბოლოს ყვირიან: „ალაჰ აკბარ!“.
სარეკლამო რგოლს ქართულ ენაზე დაწერილი ტიტრები მოჰყვება, სადაც მითითებულია, რომ იანვრიდან iPhone+ კომპანია Apple-ის ოფიციალური პარტნიორი ხდება და სხვა კომპანიებს სერიოზული კონკურენციით ემუქრება. ამ ვიდეორგოლის გავრცელების შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კომპანია და ვიდეორგოლის ავტორები საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული შეტევის მსხვერპლის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. ასევე ისმის iPlus-ის მაღაზიების დახურვის მოწოდებებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები