„ტრანზიტის განხორციელებას თურქეთის მიმართულებით საქართველოსთვის ყოველთვიურად ნახევარი მილიონი ლარის მოტანა შეუძლია“

“საქართველოს სახელმწიფო ელეტქროსისტემის” გენერალურმა დირექტორმა, სულხან ზუმბურიძემ განაცხადა, რომ საქართველოს გავლით, აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ჩვენი ქვეყანა ყოველთვიურად დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს.
“ამ ეტაპისთვის ხელშეკრულება ზუსტდება და არის ვარაუდი, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან ჩვენ უკვე შევძლებთ საქართველოს გავლით ტრანზიტის განხორციელებას თურქეთის მიმართულებით, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ქვეყანას და მათ შორის, “სახელმწიფო ელეტქოროსისტემას”. ლაპარაკია, ყოველთვიურად დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე”, – განაცხადა ზუმბურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები