თედო ჯაფარიძე პაატა ბურჭულაძეზე: შეიძლება მასში პოლიტიკოსის ინსტინქტმაც გაიღვიძოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თედო ჯაფარიძე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შესაძლო წასვლაზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, შესაძლოა, ბურჭულაძის სახით საქართველოს ახალი პოლიტიკური ხმა მოევლინოს.
„როგორც პოლიტიკოსს, ბატონ პაატას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ, როგორც ადამიანს, საზოგადო მოღვაწეს და დიდ ხელოვანს. რატომაც არა, შეიძლება მასში პოლიტიკოსის ინსტინქტმაც გაიღვიძოს და ჩვენს ქვეყანას მოევლინოს ახალი ხმა პოლიტიკაში. შეიძლება ჩვენც ოდესმე სადღაც გადავიკვეთოთ“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები