გიორგი ტყემალაძე დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხს არ ადასტურებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე ინფორმაციას თბილისის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით უარყოფს.
„მინდა, გითხრათ ძალიან მკაფიოდ, ქალაქის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი უმრავლესობაში არც კულუარულად, არც ღიად არ განიხილება“, – აცხადებს ტყემალაძე.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, პრიორიტეტები და პარამეტრები სწორად არის გადანაწილებული, თუმცა პროგრამული კუთხით მაინც არის სამუშაო.
„ყოველივე იმისთვის კეთდება, რომ საერთო ჯამში, ბიუჯეტის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი მივიღოთ. დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით გუშინ საკრებულოს ყველა ფრაქციამ და კომისიამ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გველის როგორც ჩვენ, ასევე მერიას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის შეჯერებულ ახალ და პროგრამულ 2016 წლის ბიუჯეტს მივიღებთ. საერთო ჯამში, ბიუჯეტი არის კარგი. პრიორიტეტები და პარამეტრები სწორად გადანაწილებულია, თუმცა პროგრამული კუთხით არის სამუშაო, რათა თითოეული პროექტი გამგეობებისა და სამსახურების მიერ დეტალურად განხილული იყოს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები