დავით ჯანდიერი „საქართველოს განვითარების ფონდის” პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით საუბარს ნაადრევად მიიჩნევს

იუსტიციის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი “საქართველოს განვითარების ფონდის” პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
როგორც მან ჟურნალისტებს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით განუმარტა, ფონდის წევრების საუბარი ფონდის სამომავლო გეგმებს და საქმიანობაზე ჰქონდათ. “საუბარია ერთგვარი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გაერთიანდეს სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანი კონკრეტულ თემატურ წრეებთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი პლატფორმა შეიქმნას იმისათვის, რომ ამ ფონდის ფარგლებში მოხდეს მსჯელობა ქვეყნისთვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვან საკითხებზე და თემატური თვალსაზრისით წარვადგინოთ ხედვები ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის.
ჩვენ გვქონდა საუბარი მხოლოდ ფონდის ფარგლებში ურთიერთობაზე. სხვა ტიპის საუბარი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, საუბარია, რომ დაიდოს პროდუქტი სხვადასხვა ადამიანების მონაწილეობით, ის, რაც არის საჭირო ქვეყნის განვითარებისთვის, თუმცა რა განვითარებას ჰპოვებს ეს, საუბარი დღეს ვერ იქნება”, -აღნიშნა დავით ჯანდიერმა, რომელიც ფონდში სამართლის მიმართულებით იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები