ოთარ დანელია: საქართველოში 7-ჯერ მეტი არაყი მოიხმარება, ვიდრე ღვინო

ღვინის ხარისხი სისტემატურად კონტროლდება და ცუდი ღვინო პრაქტიკულად აღარ იყიდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ უწყების საქმიანობის პრეზენტაციაზე განაცხადა. ოთარ დანელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბოთლი ღვინო, რომელიც ქართულ დახლზე დევს, მაქსიმალურად უტოლდებოდეს ნებისმიერ ექსპორტირებულს.

“ღვინის ხარისხი სისტემატურად კონტროლდება. ცუდი ღვინო პრაქტიკულად აღარ იყიდება. ძალიან ცოტა გამოვლინება იყო საეჭვო ღვინის. შეგვიძლია, ამით ვიამაყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბოთლი ღვინო, რომელიც ქართულ დახლზე დევს, მაქსიმალურად უტოლდებოდეს ნებისმიერ ექსპორტირებულს, რადგან ექსპორტის ნაწილში იმიჯი გაცილებით მეტი აქვს ქართული ღვინის ხარისხს”, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში არყისა და ღვინის მოხმარების საკითხი საკმაოდ სავალალოა, ვინაიდან 7-ჯერ მეტი არაყი მოიხმარება, ვიდრე ღვინო. “სამწუხარო ციფრები გვაქვს არყისა და ღვინის მოხმარების ნაწილში. დაახლოებით 7-ჯერ მეტი არაყი მოიხმარება საქართველოში, ვიდრე ღვინო, რაც საკმაოდ სავალალო ციფრია. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ, ხელი შევუწყოთ ამის ბალანსს”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები