დავით ბაქრაძე: რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი განიხილება

დღესდღეობით რუსეთთან უვიზო მიმოსვლის საკითხი არ განიხილება, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.
“როგორც მოგეხსენებათ, ქართულ მხარეს რუსეთის მოქალაქეებისთვის გაუქმებული აქვს სავიზო რეჟიმი. თავის მხრივ ძალინ მკაცრი სავიზო რეჟიმი იქნა შემოღებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან ომის შემდეგ. თუმცა, დღესდღეობით არ განიხილება უვიზო მიმოსვლის საკითხი, განიხილება სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი. ასე რომ, უვიზო მიმოსვლა არ არის საკითხი, რომელსაც ქართული მხარე აყენებს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების ან ერთ ან მეორე ფორმატში, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ რუსეთში საქართველოს ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ საკითხის მიმართ ძალიან მაღალი ინტერესი შეიძლება არსებობდეს. გამომდინარე აქედან, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს როგორ განვითარდება მოვლენები”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები