ოთარ დანელია: საქართველოში 139 ახალი საწარმოა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ უწყების 3- წლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების 139 საწარმოა და რამდენიმე თვეში კიდევ 20 დაემატება.
“დაწყებული ბიუჯეტიდან ჩვენ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. მინდა ხაზი გავუსვა მელიორაციის მიმართულებას – დაახლოებით 100 ათასი ჰექტრის წყალუზრუნველყოფა განხორციელდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროექტების მართვის სააგენტოს მუშაობა, რათა კიდევ ერთხელ ვაცნობოთ მოსახლეობას, რომ უკვე 139 ახალი საწარმოა საქართველოში სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების. სულ რამდენიმე თვეში დამატებით კიდევ 20 გვექნება “, – განუცხადა დანელიამ ჟურნალისტებს.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მინისტრმა განაცხადა, რომ პარლამენტს მისი უწყების მიმართ შენიშვნები არ ჰქონია.
”ჩვენს სამინისტროსთან დაკავშირებით ოფიციალური შენიშვნა არ მიგვიღია. თუ იქნება, მზად ვართ, ვიმსჯელოთ, მაგრამ პრინციპში ეს არ არის კომფორტული ბიუჯეტი, ეს არის აუცილებელი ბიუჯეტი”, – აღნიშნა დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები