კახა კალაძე: წლების განმავლობაში იყო ქაოსი. ვისაც როგორ უნდოდა, წერდა პრემიას, დანამატს

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი კახა კალაძე პრემიებსა და დანამატებთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა..როგორც მან თემაზე კომენტირებისას განაცხადა, წლების განმავლობაში იყო ქაოსი, ვისაც როგორ უნდოდა, ისე წერდა პრემიას და დანამატს.
“თქვენ იცით, წლების განმავლობაში იყო ქაოსი. ვისაც როგორ უნდოდა, წერდა პრემიას, დანამატს. ასევე ავტომობილებთან დაკავშირებით იყო სერიოზული პრობლემები. მაღალი თანამდებობის პირები ყიდულობდნენ ავტომობილებს, რომლებიც მათთვის სასურველი იყო. არ არსებობდა არანაირი წესი და რეგულაცია. დღეს უკვე ეს დარეგულირებულია და არავის აქვს უფლება ამ რეგულაციებით თავისი სურვილის მიხედვით გასცეს პრემიები. ეს არის რეგულაცია და ამ მოცემულობაში ყველა ჯდება”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე – ენდობა თუ არა ის აუდიტის სამსახურის დასკვნას, როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს დასკვნა კონკრეტული სამინისტროების მიხედვით არ უნახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები