ოთარ დანელია: მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ დივერსიფიკაციის პოლიტიკა

“ექსპო-ჯორჯიაში” სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 3 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე უწყების მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომლის ექსპორტიც საზღვარგარეთ სტარატეგიულ ბაზარზე უნდა მოხდეს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ის დივერსიფიკაციის პოლიტიკა, რომელიც დავიწყეთ გასულ წელს. მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი პროდუქცია შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობის ფარგლებში და მოხდეს მისი ექსპორტი საზღვარგარეთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ისეთ სტრატეგიულ ბაზარზე, როგორიცაა ევროკავშირის ბაზარი. ეს არის ჩვენი სამომავლო მიზანი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები