ენერგეტიკულმა კომპანიებმა ანგარიში წარადგინეს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ და „თელასმა” მუშაობის ანგარიშები არასამთავრობო სექტორს, დარგის ექსპერტებს, სტუდენტებსა და მედიას წარუდგინეს. ანგარიშის ჩაბარებას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრო.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ თავის პრეზენტაციაში კომპანიის მიერ 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული პირველადი და მეორადი ქსელის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ტექნიკურმა დირექტორმა გია ზურაბიშვილმა წარადგინა ანგარიში კახეთში, ელექტროგამანაწილებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობისა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა პრეზენტაციაზე ისაუბრა კომპანიის მიერ სადისტრიბუციო ქსელში უკვე განხორციელებული ინვესტიციების მონაცემებსა და კომპანიის ზოგად სამომავლო საინვესტიციო გეგმებზე. „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა კომპანიის მიერ ქსელში განხორციელებული სარემონტო და პროფილაქტიკურ სამუშაოებზე ისაუბრა, რის შედეგადაც თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობა და საიმედოობა გაიზარდა. 2015-2016 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონს კომპანია მომზადებული ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები