მურთაზ ზოდელავას დაკითხვა დასრულდა
ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას დაკითხვა უკვე დასრულდა.ზოდელავა გამომძიებლების შეკითხვებს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში პასუხოდა. როგორც მან ჟურნალისტებს მოდულის შენობის დატოვების შემდეგ განუცხადა, გამოძიების ინტერესის საგანი შპს „ბურჯის“ საქმე იყო და ის მოწმის სტატუსით დაიბარეს. კონკრეტულად რას ეხებოდა გამომძიებლის კითხვები ყოფილმა პროკურორმა არ ისაუბრა, რადგან ინფორმაციის გასაჯაროებაზე მოწმეს შეზღუდვა აქვს. ზოდელავას განცხადებით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.