დავით ნარმანია მისი იმპიჩმენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

თბილისის მერი დავით ნარმანია იმპიჩმენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
მისი თქმით, აღნიშნული სიმართლეს ეს არ შეესაბამება. დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მთავრობის მიერ წარდგენილი 2016 წლის ბიუჯეტი არ ჩავარდება. ნარმანიას განმარტებით, მისი ხელმძღვანელობით მომზადებული დოკუმენტი სრულად ასახავს თბილისელების ინტერესებს.
“ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, მორიგი ჭორი, რომელსაც პერიოდულად ავრცელებენ. როგორც ჩანს, ახლაც მორიგ ჭორთან გვაქვს საქმე, რომელიც რეალობასთან ახლოს არ არის,“ – აცხადებს დავით ნარმანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები