თედო კობახიძე: მოხუცთა თავშესაფარს ესაჭიროება ადაპტირებული ლიფტი

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში თემქის მე-11 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ადაპტირებული ლიფტით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯების გამოყოფის შესახებ წინადადება დააყენა.

თედო კობახიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვაზე განაცხადა, რომ მოხუცთა თავშესაფარს ესაჭიროება ადაპტირებული ლიფტი, რომლითაც როგორც მობინადრე მოხუცები, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხანდაზმულებიც შეძლებენ სარგებლობას.

“ამ პანსიონატში დაახლოებით 80-მდე ხანდაზმული ბინადრობს, რომელთაგანაც ზოგიერთს უკვე დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი აღარ შეუძლია. შესაბამისად, მოხუცთა თავშესაფარს ესაჭიროება ადაპტირებული ლიფტი, რომლითაც როგორც მობინადრე მოხუცები, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხანდაზმულებიც შეძლებენ სარგებლობას”, – აღნიშნა თედო კობახიძემ.

არსებული ინფორმაციით, თედო კობახიძე ოქტომბერში ეწვია თბილისის თემქის ხანდაზმულთა პანსიონატს და აქტიურად დაიწყო პანსიონატის პრობლემების შესწავლა. კობახიძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პასნიონატი სახელმწიფოს, კერძოდ, მუნიციპალიტეტის დოტაციაზეა, სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, ეტაპობრივად გადაჭრას ის პრობლემები, რომლებიც ხანდაზმულებს აწუხებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები