სოფელ ქვეშის მოსახლეობა რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიში ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის გზის დაგება, ასევე, კიუვეტებისა და სარწყავი არხების მოწყობა.
პროექტის დაწყებამდე გზა მთლიანად ამორტიზირებული იყო, რაც ხელს უშლიდა მოსახლეობის უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 300 ათასი ლარია. ცნობისთვის, აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები