კახა კალაძე: რეგულაციები შეიცვალა და ის აღარ ხდება, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა

წლების განმავლობაში, ვისაც რამდენი უნდოდა, იმდენ პრემიას იწერდა და არ იყო მითითებული, რა დროში შეიძლებოდა პრემიის გაცემა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, პრემიების გაცემის საკითხი დარეგულირებულია.
“ჩემი მხრიდან ცოტა უხერხული შეიძლება იყოს ამ თემაზე საუბარი, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი დარეგულირებულია. რეგულაციები შეიცვალა და ის აღარ ხდება, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. წლების განმავლობაში, ვისაც რამდენი უნდოდა, იმდენ პრემიას იწერდა და არ იყო მითითებული, რა დროში შეიძლებოდა პრემიის გაცემა. ვისაც რა მანქანა მოუნდებოდა, ყიდულობდა. ეს ყველაფერი დარეგულირებულია და დღეს რეგულაციის ფარგლებში მიმდინარეობს. ადრე ისიც არ იყო მითითებული, თუ რის გამო იცემოდა ეს პრემიები. ძალიან დიდი თანხები იფლანგებოდა არასწორად”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები