შეიხი რამინ იგიდოვი: ჩვენი ღმერთი შემწყნარებელია, როგორ შეიძლება ადამიანები დანაშაულს ღმერთის სახელით სჩადიოდნენ

“ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულ ტერაქტებზე პორტალ “კვირას” პრესკლუბში, სრულიად საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა ფირდოვსი კასიმოვმა ისაუბრეს.
შეიხის განცახდებით, ტერორისტები სარგებლობენ რელიგიის სახელით, რომ ამით თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ. იგიდოვის განმარტებით, მოწოდებები, რაც მათი მხრიდან ვრცელდება, პირდაპირ ისლამის ანტიპიარია და რელიგიის დასუსტების მიზნით გაკეთებული პოლიტიკური სვლებია, რომელიც იმართება სხვა ძალებით, მაგრამ მათი აღსრულება მუსულმანების ხელით ხდება.12000127_1080225822022261_1334634454_n
„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტერორისტული აქტების მოწმენი ვხდებით. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ყველა ეს დანაშაული ჩვენი რელიგიის სახელით ხდება, რელიგიას ამოფარებული კონკრეტული ორგანიზაციები, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რელიგიას იყენებენ და საშინელ დანაშაულებს სჩადიან. განხორციელებულ ტერაქტებს მედიაც ისე აშუქებს, თითქოს ეს ყველაფერი რელიგიის ნიადაგზე ხდება. დანაშაულის გაშუქებისას რელიგიაზე აპელირება დანაშაულია, ინფორმაციის ასე გაშუქება მომავალში კიდევ მეტი დანაშაულის ჩადენას დაუდებს საფუძველს.
ისლამი მრავალი საუკუნეა არსებობს, მაგრამ ეს ბოლო რამდენიმე ათეული წელია, რაც ისლამის სახელით დანაშაულებს სჩადიან, თუ ამას მოუწოდებს ჩვენი რელიგია, რატომ არ ხდებოდა ეს დანაშაულები ბევრად ადრე. ისინი სარგებლობენ რელიგიის სახელით, რომ ამით თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ. მოწოდებები, რაც მათი მხრიდან ვრცელდება, პირდაპირ ისლამის ანტიპიარია და რელიგიის დასუსტების მიზნით გაკეთებული პოლიტიკური სვლებია. ეს იმართება სხვა ძალებით, მაგრამ მათი აღსრულება ხდება მუსულმანების ხელით. სხვების დაგეგმილ პროგრამას ისინი ახორციელებენ“, – აცხადებს იგიდოვი.
იგიდოვის განცხადებით, რელიგია ნებისმიერი ადამიანისთის სათუთია და ტერორისტებიც სწორედ იმისთვის იყენებენ, რომ მეტი ხალხი აიყოლიონ.12278082_1080225832022260_1224872395_n
„წმინდა წიგნი“ ჩვენ მშვიდობისკენ, ერთიანობის, მეგობრობისკენ და სიყვარულისკენ მოგვიწოდებს. დაუშვებელია დანაშაულები შეძახილებით: „ალაჰუ აკბარ“  ხდებოდეს, ჩვენი ღმერთი მოწყალე და შემწყნარებელია, როგორ შეიძლება ადამიანები ამას მწყალობელი ღმერთის სახელით სჩადიოდნენ“, – განაცხადა სრულიად საქართველოს შეიხმა.
მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა ტერაქტების გაშუქებისას მედიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. კასიმოვის განცხადებით, მედია ხშირად ტერორისტებთან მიმართებაში ისეთ ტერმინებს ხმარობს, რომელთა მნიშვნელობა სინამდვილეში არ იციან და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. „ტერორისტული აქტების გაშუქებისას ხმარობენ სიტყვას „ისლამისტი“, „ისლამისტი“ ისლამის მიმდევარს ნიშნავს და არა ტერორისტს“,- აცხადებს კასიმოვი და მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ დანაშაულებზე საუბრისას რელიგიაზე აპელირებას ნუ მოახდენენ.
„მიზანმიმართულად ხდება ტერაქტების დროს დამნაშავეთა რელიგიაზე აპელირება, არის რამდენიმე ტერმინი, რომელსაც მედია ხშირად იყენებს. ეს არის: „შაჰიდის ქამარი“, დარწმუნებული ვარ, ბევრმა მოქალაქემ არ იცის, რა არის სინამდვილეში „შაჰიდის ქამარი“, ან თვითონ სიტყვა „შაჰიდი“ . ხმარობენ სიტყვას: „ჯიჰადი“. „ჯიჰადი“ არის, რწმენის, სამშობლოს და ოჯახის დაცვა, მაგრამ შეტევითი ბრძოლა, აფეთქებები უიარაღო მოსახლეობის წინააღმდეგ არ არის ჯიჰადი. საჭიროა მოქალაქეებმაც და მედიამაც ამ ტერმინებს ყურადღება მიაქციოს. რაც შეეხება საფრთხეებს კავკასიაში ან უშუალოდ საქართველოში, დაზღვეული არავინ არის, მაგრამ რადგან ამ დაჯგუფებაზე სხვადასხვა დიდი ქვეყნის პოლიტიკური ნება მოქმედებს, თუ საქართველოზე რაიმე პოლიტიკური მიზანი არ არის, მაშინ მასზე თავდასხმა არ მოხდება“,- განაცხადა ფირდოვსი კასიმოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები