სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიას ამოწმებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიაშია შესული. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, ეს არის გეგმური შემოწმება.
თორდიას თქმით, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაცია ცნობილი გახდება.
“თბილისის მერიაში მიმდინარეობს შემოწმება ზედამხედველობის სამსახურის, ადმინისტრაციისა და ორი ყველაზე მსხვილი გამგეობის – სამგორისა და გლდანის. რამდენიმე დღეში დაიწყება კეთილმოწყობის სამსახურის შემოწმება. თუ გამოვლინდა რაიმე დარღვევა, ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი გახდება”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები