დავით ნარმანია მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

თბილისის მერი დავით ნარმანია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და მას “დეზინფორმაციას” უწოდებს.
“ეს საკითხი პერიოდულად აქტიურდება, მერე კი ცხრება. ამჟამადაც მორიგ დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილის კრიტიკას, სადაც ელისაშვილი აღნიშნავს, რომ დავით ნარმანია “ძველბიჭური” ტერმინოლოგიით საუბრობს.
“ვინ ვინ და დავით ნარმანია შორს არის ძველბიჭური ტერმინოლოგიისა და შესაბამისი ქცევისგან. ეს მთელმა ქალაქმა კარგად იცის”, – განაცხადა თბილისის მერმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები