ტონი ბლერი: ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ფრანგ ხალხს სოლიდარობა დავანახოთ

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ფრანგ ხალხს სოლიდარობა დავანახოთ – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა “მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პარიზში მომხდარი ტერორისტული სერიების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„დიდმა ბრიტანეთმა სრული მონაწილეობა უნდა მიიღოს ტერორიზმთან ბრძოლაში. თქვენ რომ ახლა პარიზში იყოთ, იგრძნობთ, რომ იქ ნამდვილი ომია – სწორედ ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ფრანგ ხალხს სოლიდარობა დავანახვოთ.
ჩვენ – ბრიტანელებმა, ისევე როგორც მთელმა ევროპამ და დანარჩენმა მსოფლიომ, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ბარბაროსობასთან და ბოროტებასთან ბრძოლაში“,- განაცხადა ტონი ბლერმა.
რას ფიქრობს ტონი ბლერი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის შესაძლებლობებზე, – მან “მოამბესთან“ ამ საკითხებზეც ისაუბრა. ინტერვიუს სრული ვერსია დღეს, “მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გავა.
ტონი ბლერი საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, გუშინ საღამოს ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტონი ბლერსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება იყო. ტონი ბლერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ტონი ბლერმა საქართველო დატოვა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები