ვლადიმერ გაბრიჩიძე: პროკურატურაში ყველაფერი შესაცვლელია, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებიც იქ მუშაობენ

პროკურატურაში ყველაფერი შესაცვლელია, გარდა იმ საშტატო ერთეულისა, იმ თანამშრომლებისა, რომლებიც იქ მუშაობენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვლადიმერ გაბრიჩიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“მიმაჩნია, რომ არ არის საქართველოში იმდენი კვალიფიციური იურისტი, რომ ასე ხელაღებით ვცვალოთ. მიმაჩნია, რომ იმ კონტინგენტით შეიძლება ყველაფრის გაკეთება, უბრალოდ კარგი ორგანიზება უნდა. მე ვარ მოქმედი ადვოკატი, რომელსაც ბარიერის ორივე მხარეს აქვს გამოცდილება მიღებული. 10 წელი გამომძიებელი ვიყავი, 10 წელი საადვოკატო საქმიანობას ვეწევი. ჩემთვის პროკურატურაში დადებითი და უარყოფითი მხარე ცნობილია. ვერ დავეთანხმები თეა წულუკიანს, რომ ჩემი მინუსია ის, რომ პროკურატურაში არ მიმუშავია, ვინაიდან ამ 20 წლის განმავლობაში შეხება მქონდა პროკურატურასთან. ვიცი, როგორ მიმდინარეობს საქმეების გამოძიება და სასამართლოში საქმეების წარმოება. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ყველაფერი გამოსასწორებელია”, – განაცხადა ვლადიმერ გაბრიჩიძემ.
ამასთან, როგორც გაბრიჩიძემ აღნიშნა, ის ცალსახად ვერ იტყვის, რომ ასევე მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატს ირაკლი შოთაძეს აქვს უპირატესობა.
შეგახსენებთ,რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად გუშინ ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები