ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბრისთვის ჩანიშნა.
სხდომა 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. უშიშორების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე, უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები