ეროვნული კინოცენტრის ახალი ინიციატივა

ეროვნული კინოცენტრი წარმოების დაფინანსების გარდამავალ სისტემაზე გადადის. ახალი ინიციატივა ფილმის მწარმოებლებს ალტერნატიული დაფინანსების მოსაპოვებლად მეტ დროსა და შესაძლებლობას მისცემს.
კონკურსანტები საჭიროებისამებრ, ეტაპობრივად მიიღებენ მოპოვებულ დაფინანსებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თანხის მიზნობრივად ათვისებასა და პროექტის წარმატებით განვითარებას. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსი წელიწადში ერთხელ გამოცხადების ნაცვლად ორჯერ გამოცხადდება.
აღნიშნული ინიციატივა მონაწილეებს საშუალებას მისცემს კონკურსიდან გამოთიშვის შემთხვევაში, უმოკლეს დროში (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში) კვლავ მიიღონ იმავე კონკურსში მონაწილეობა.
წელს სრულმეტრაჟიანი მხატრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი და წარმატებული რეჟისორები, როგორიც არიან: ნანა ჯორჯაძე, გიორგი ოვაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი, ქეთი დოლიძე, ქეთი მაჭავარიანი, ლევან კოღუაშვილი, ზაზა ხალვაში, რუსუდან ჭყონია, თინათინ ყაჯრიშვილი, ნიკოლოზ ხომასურიძე, გიორგი მეგრელიშვილი, ნინო ბასილია, გიორგი ცქვიტინიძე და გიორგი ბარაბაძე. ეროვნული კინოცენტრის წარმოების დაფინანსების გარდამავალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დღეს “მწერალთა სახლში” პრესკონფერენცია გაიმართება. კონკურსის მონაწილე ყველა რეჟისორი პრესკონფერენციაზეა მოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები