ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიაზე: მისი პრობლემა უთავბოლობაა

“ნარმანიას პრობლემა უთავბოლობაა, ეს უნდა რომ ვითომ კაიბიჭურ – ძველბიჭური რიტორიკით გადაფაროს,” – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის დავით ნარმანიას დღევანდელ განცხადებას, სადაც ნარმანიამ ოპოზიციის ნაწილი დესტრუქციულ ძალად მოიხსენია.
“მარტო რიტორიკა რომ იყოს პრობლემა ამას ავიტანდით. მაგრამ სინამდვილეში ნარმანიას პრობლემა უთავბოლობაა. ეს უთავბოლობა უნდა, რომ გადაფაროს ძველბიჭური მაგარი ტიპური რიტორიკით. უმრავლესობა რათქმაუნდა არ იმჩნევს, თორემ უმრავლესობის წიაღში მისი იმპიჩმენტის საკითხი განიხილება”, – აცხადებს ელისაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები