კულტურის სამინისტრო ლაშა თორდიას საგანგებო განცხადებით პასუხობს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიერ გაჟღერებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თორდიამ აღნიშნა, რომ უწყებაში დანამატების გაცემა 1509 %-ით გაიზარდა.
“კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომელიც სამინისტროებში გაცემულ პრემიებსა და დანამატებს ეხება.
ინფორმაცია, თითქოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დანამატების გაცემის რაოდენობა 1509%-ით გაიზარდა სიმართლეს არ შეესაბამება.
რესპონდენტის მიერ ციფრების არითმეტიკული მანიპულირება იწვევს სახელმწიფო უწყებების და შესაბამისად მასში მომუშავე თანამშრომელთა დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში მიზანმიმართულად შეყვანას. განსაკუთრებით საწყენია, როცა ასეთ განცხადებას მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ : 2015 წლის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების ხარჯი 14 ათას ლარზე მეტითაა შემცირებული 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2015 წელს მოსალოდნელი პრემიებისა და დანამატების ასიგნებები 90 ათასით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.