თინათინ ხიდაშელი ამერიკისა და ევროპის კონტინენტების ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკისა და ევროპის კონტინენტების ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტებს იწყებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 19 ნოემბერს, გამთენიისას, 5:00 საათზე, მიემგზავრება.
“თინათინ ხიდაშელი დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარს გამგზავრებამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთებს.
გთხოვთ, მედიის წარმომადგენლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4:00 საათზე მობრძანდეთ”, აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.