თბილისში მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგური დაიხურა
თბილისის მეტროპოლიტენის სადგურები – „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“ „ავლაბარი“და „სამგორი“ დროებით დაიხურა. როგორც „კვირას“ მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი მეტროსადგურ „300 არაგველზე“ მატარებლის ავტოგადასაბმელი მოწყობილობის დაზიანება გახდა.
მათივე ინფორმაციით, გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრამდე“. ხარვეზი დაახლოებით ორ საათში აღმოიფხვრება.
„300 არაგველზე“ მატარებლის ავტოგადასაბმელი მოწყობილობა დაზიანდა. მოძრაობა არის მხოლოდ „ვაგზლის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრამდე“. მატარებელი ვაგზლიდან ახმეტელამდე გადაადგილდება. რუსთაველზე, თავისუფლებაზე, ავლაბარში და სამგორში ვერ გადაადგილდებიან. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ხარვეზი დაახლოებით ორ საათში აღმოიფხვრება“,- განუცხადეს „კვირას“ მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.